ნაკრძალში პირველი დარბაზის დასასრულს და მეორეს დასაწყისში მოჩანსსტალაქტიტებისა და სტალაგმიტების მტევნისებრი, სოკოსებრი, ბოლქვისებრი, ნაოჭაფორმები, კედლის მოფარდაგებები. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდებადა ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან დაკედლებთან ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს.მეორე დარბაზი პირველთან შედარებით მცირეა. ბოლო მესამე დარბაზში კიგანლაგებულია მღვიმის ჩანჩქერი, რომელიც ათმეტრიან ჭაში ვარდება. ჭის ფსკერზეიქმნება პატარა ტბა, საიდანაც წყალი გაედინება ქ. ქუთაისის მხარეს, მდინარეოღასკურას სახელწოდებით
No comments:
Post a Comment